პროექტის დასახელება: მრავალშვილიანი ოჯახი.
განხორციელების დრო: 11.062019 წ-დან 13.06.2019წ.
პროექტის მთავარი იდეა: სკოლა
ოჯახთან თანამშრომლობით ზრუნავს მათ
აღზრდასა და
მორალურ განვითარებაზე.სხვაზე პასუხისმგებლობა, სხვებზე ზრუნვა
– ბავშვებს ეხმარება
საკუთარი თავის,
როგორც ღირებულის,
აღქმაში და
უქმნის მათ
პრობლემებთან გამკლავების შესაძლებლობას. ეს კი საბოლოოდ
მოზარდთა რისკიანი
ქცევების პრევენციის ერთ-ერთ
საშუალებად ითვლება.
პროექტის აქტუალურობა:
თანამედროვე
მსოფლიოში , ვფიქრობ, რომ ერთერთი პრობლემაა ემპათია, სხვებზე ზრუნვა.სოფელში
გვყავს ბევრი მრავალშვილიანი
ოჯახი, მათშორის ისეთი ოჯახებიც რომელთაც უჭირთ
ელემენტარულად სათამაშოების ყიდვა.
ვფიქრობ პროექტზე მუშაობა დამეხმარება
მოსწავლეებში განუვითარდეთ ემპათიის გრძნობა ვფიქრობთ,
პირველ რიგში
მნიშვნელოვანია ზრუნვა
ემპათიის განვითარებაზე. ემპათიის ქვეშ
მოიაზრება სხვისი
ემოციების გაგების,
წვდომისა და
თანაგანცდის უნარი.
იმისთვის, რომ
ბავშვმა სხვისი
ემოციის აღქმა
და შესაბამისად რეაგირება შეძლოს,
მნიშვნელოვანია, ესმოდეს
გრძნობათა ფართო
სპექტრი, რომელსაც
იგი ყოველდღიურად განიცდის და
ისიც, რომ
სხვა ბავშვებს
შეიძლება მსგავს
სიტუაციაში განსხვავებული ემოციები დაეუფლოთ.
ამიტომ ავირჩიე დაკვირვების მეთოდით სწავლება.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებში ენპათიის, პასუხისმგებლობის,
თანამშრომლობის, საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევების განვითარებას.
მოსალოდნელი
შედეგი:მოსწავლეები გაიცნობენ სოფლის მაცხოვრებელ მრავალ შვილიან ოჯახებს, გაანალიზებენ
თუ რა სჭირდებათ მათ, ეცდებიან დამეგობრდნენ მათთან მათი ასაკის გათვალისწინებით. შესაძლებლობა
ექნებათ საკუთარი თვალით ნახონ ,როგორ ცხოვრობენ მრავალშვილიანი ოჯახები და რა უჭირთ
მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
დღე პირველი: მოსწავლეებისთვის იდეის გაცნობა ადმინისტრაციისთვის,მოსწავლეებისთვის
და მშობლებისთვის. ოჯახების შერჩევა სადაც ვესტუმრებით.
დღე მეორე:ვესტუმრებით ოჯახებს, რომლებიც წინასწარ შევარჩევთ.
ბავშვები თვითონ აჩენენ ინიციატივას ვის და როგორ დავეხმაროთ.
დღე მესამე: მივდივართ ოჯახში და ვეხმარებით რაზეც თანხმდებიან
მოსწავლეები.
დღე მეოთხე: ვაჟამებთ მშობლებთან , მოსწავლეებთან და
ადმინისტრციასთან აღნიშნულ პროექტს.
რეფლექსია
სოციალური პროექტი: მრავალშვილიანი ოჯახი
2018-2019 სასწავლო სლის II სემესტრში დავგეგმე სოციალური პროექტი,
,, მრავალშვილიანი ოჯახი“ რომლის მიზანი
იყო თანამედროვე ბავშვებში ენპათიისა და თანამშრომლობითი უნარების ჩამოყალიბება.
ეს თემა ამოვარჩიე იმიტომ, რომ დღეს 21-ე საუკუნეში ბავშვებში ემპათიის გრძნობა ძალიან სუსტია. ბევრჯერ ბავშვები არ აფასებენ
იმას რაც აქვთ და ვერ აცნობიერებენ რა ფუფუნებაში ცხოვრობს ბევრი მათგანი, ამავე
დროს როგორ უჭირს მის მეგობარს რომელსაც ელემენტარული რაღაც აკლია.
პროექტი
ჩავატარე: მე 9, 10-ე კლასებში.
პირველი
ეტაპი;
ადმინისტრაციას, მშობლებს და მოსწავლეებს გავაცანი იდეა. შევარჩიეთ სოფელში
მრავალშვილიანი ოჯახები.
მეორე
ეტაპი:
ბავშვები დაცყავი ჯგუფებად, ჯგუფები მივიდნენ ოჯახებში გაესაუბრნენ ბავშვებს.
მესამე
ეტაპი:
ბავშვებმა ჩემთან ერთად შეთანხმებულად ამოარჩიეს ოჯახი და შეთანხმდნენ საჩუქრები მიეტანათ ამ ოჯახში .
ბავშვების მშობლებმა სახლიდან მოიტანეს რბილი
სათამაშოები. მივედით ოჯახში და გადავეცით მრავალ შვილიან ოჯახს, რომელიც არის
სოციალურად დაუცველი, ჰყავთ 8 შვილი.
ვფიქრობ
ეს პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს განუვითარდეთ ემპათიის, თანამშრომლობის
უნარებს.
ფოტო მასალა:






Комментариев нет:
Отправить комментарий